“სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია. ისეთია, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს”

სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
“სალომე ზურაბიშვილი მართლაც ღირსეული კანდიდატია. ისეთია, როგორსაც ჩვენი ქვეყანა იმსახურებს, შეძლებს ღირსეულად წარმოადგინოს საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე და შეასრულოს ის როლი, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია, იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, იყოს აპოლიტიკური, არ იყოს ერთი კონკრეტული ძალის წარმომადგენელი, იყოს ყველას პრეზიდენტი. ქალბატონი სალომე ასეთი კანდიდატია და ყველას გთხოვდით, რომ მას მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები