ეკა ბესელია: ლევან ყიფიანის განცხადება გამოძიების კიდევ უფრო სწრაფად ჩატარება ითხოვს

„ლევან ყიფიანის განცხადება გამოძიების კიდევ უფრო სწრაფად ჩატარებას ითხოვს“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და გამოძიების დაჩქარებული წესით ჩატარებას ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, წინასწარი დასკვნების გაკეთება სულსწრაფობაა და რეალობის დადგენას ხელს შეუშლის.
„მგონია, რომ თუ ამ საკითხს სწორად და სამართლებრივად მივუდგებით, მოთხოვნა სწორედ ის უნდა იყოს, რომ გამოძიებამ ობიექტურად უნდა იმუშაოს და შესაძლებლობა მივცეთ, დაადგინოს, ჩანაწერები ავთენტურია თუ არა და რა მოხდა. გამოძიების დასრულების გარეშე ყველა შეფასება აღქმულია, როგორც სუბიექტური. ლევან ყიფიანის განცხადება გამოძიების კიდევ უფრო სწრაფად ჩატარებას ითხოვს. არავის ნათქვამს არ ვიღებ, როგორც ფაქტს. განსაკუთრებით ფარული ჩანაწერების. არავინ იცის, ვის მიერ განხორციელდა, კანონიერია და რეალურია თუ არა. იმ ადამიანების მიკვირს, ვინც გაუგებარ ჩანაწერებს ფაქტად იღებს და დასკვნებს აკეთებს. როცა ლევან ყიფიანი ყველა იმ ვერსიას თავდაყირა აყენებს, რომელიც ოქუაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ, ახლა უფრო საჭირო ხდება ამის გამოძიება. გამოძიების ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან კონტრსაწინააღმდეგო ვერსიები ისმის. ოქუაშვილმა გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს. ლევან ყიფიანის ჩვენების სისწორეს რატომ გამორიცხავთ, იმის თქმის საფუძველს რა გაძლევთ, რომ უნდა გამოვრიცხოთ? რა გარემოებები გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ სარწმუნო არ არის? ის უფრო მეტად სარწმუნოა, რა ვერსიებიც გვესმის? ჩემთვის ყველაფერს სჭირდება გადამოწმება და ყველა ჩვენებას სჭირდება მტკიცებულებებით განმტკიცება. განსაკუთრებით იმ სრულ ქაოსში, რაც შეიქმნა”, – დასძინა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები