დავით ბაქრაძე: მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, ქართულმა მხარემ უსწრაფესად უნდა მიიღოს ყველა ზომა, მის გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.