ვანო მერაბიშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში აბრუნებენ

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში აბრუნებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მედიკოსებმა მას შემდეგ მიიღეს რაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ყოფილ პრემიერმინისტრს სამედიცინო დაწესებულებაში ჰორნერის სინდრომი დაუდგინეს, რაც, მედიკოსის თქმით, შესაძლოა გამოეწვია როგორც ინტოქსიკაციას, ასევე სიმსივნურ დაავადებებს.
პენიტენციურმა სამსახურმა მერაბიშვილის ადვოკატებს სამედიცინო დოკუმენტაცია გაუგზავნა
ვანო მერაბიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში 2 ოქტომბერს დილით მორიგად გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
ის საავადმყოფოში 26 სექტემბერსაც იმყოფებოდა, მაშინ მერაბიშვილს გამოკვლევები „ავერსის” კლინიკაში ჩაუტარდა.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა. 2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.
ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.
2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები