გიორგი ხატიძე: საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნება დადებითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნება დადებითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე და უცხოელი ინვესტორებისთვის ჩვენ ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნების შესახებ განაცხადა. საქართველოს მთავრობა 2 წელზე მეტია მუშაობს იმისათვის, რომ საქართველოში მოიზიდოს საარბიტრაჟო სფეროში მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტები. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC International Court of Arbitration) წარმატებით დასრულდა და 20 დეკემბერს მასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს საზეიმო ვითარებაში ხელი პარიზში მოეწერება. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს საქართველოს ბიზნეს და საარბიტრაჟო რეგიონულ ჰაბად ტრანსფორმირებას, დადებითად იმოქმედებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე და უცხოელი ინვესტორებისთვის ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის”, – განაცხადა გიორგი ხატიძემ