დააზღვიე ბიზნესი „თი-ბი-სიში“

„თი-ბი-სი“ დაზღვევა და „თი-ბი-სი“ ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს 1 -ელი ოქტომბრიდან ახალ მომსახურებას სთავაზობს: ბიზნესის დაზღვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან უკვე ბანკიდან იქნება შესაძლებელი.
დღეს ბანკში იურიდიული პირებისთვის სამი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი: ავტომობილის დაზღვევა; ქონების დაზღვევა; კომბინირებული ბიზნეს დაზღვევა.
ავტომობილის დაზღვევა მოიცავს: ავტომობილისა და მგზავრების, უბედური შემთხვევისა და მესამე პირთა მიმართ ავტოპასუხისმგებლობის რისკების დაზღვევას.
„თი-ბი-სი“ ბანკში იურიდიული პირებისთვის ქონების დაზღვევაც არის შესაძლებელი, რომელიც მოიცავს: შენობა-ნაგებობების, რემონტის, მანქანა-დანადგარების, ელექტრო მოწყობილობებისა და მარაგების დაზღვევას.
ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესს „თი-ბი-სი“ დაზღვევა და „თი-ბი-სი“ ბანკი მათზე მორგებულ ახალ კომბინირებულ პროდუქტს – ბიზნესის დაზღვევას სთავაზობს.
ბიზნესის დაზღვევა სამ პროდუქტს აერთიანებს: შენობა-ნაგებობების დაზღვევას, ქონების დაზიანებას და ბიზნესის შეფერხებას.
„ეს კიდევ ერთი ახალი ინიციატივაა იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის თიბისი დაზღვევის სერვისები მაქსიმალურად მოხერხებული და ადვილად მისაწვდომი იყოს. სადაზღვევო სერვისის ბანკში შეძენა ჩვენი კლიენტების დროსა და ენერგიას ზოგავს. ჩვენი ჯგუფი მუდმივად მუშაობს პროდუქტების და დაზღვევის სერვისების გაუმჯობესაბასა და მოქნილობაზე”, – განაცხადა „თი-ბი-სი“ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა და „თი-ბი-სის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა ღაძაძემ.
სადაზღვევო პროდუქტების შეძენა დღეიდან ბანკის 20 ფილიალში უკვე შესაძლებელია და მომხმარებლებმა ბანკში იურიდიულ პირთა გაყიდვების კონსულტანტს, ან ბიზნესბანკირს უნდა მიმართონ.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები