თოიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენა მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, თოიძის N10-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ხანძარი მიმდინარე წლის 29 ივლისს გაჩნდა, რომლის შედეგადაც, თბილისური ტიპის ეზოში მცხოვრები ექვსი ოჯახი დაზარალდა.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობა გადაუდებელი ღონისძიების ფარგლებში, 950 კვადრატული მეტრი ფართის რეაბილიტაციას ახორციელებს. პირველ ეტაპზე, დამწვარი კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის კი, ხანძრისგან დაზიანებული კედლების აღდგენა მიმდინარეობს.
აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, იატაკების, სართულშუა გადახურვის, სახურავისა და კარ-ფანჯრების მოწყობის სამუშაოები დაიწყება.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „პასაჟი-საქართველო“ ასრულებს. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138,796 ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები