ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, მოსახლეობამ მექანიკური მეთოდებიც უნდა გამოიყენოს

აზიური ფაროსანა, ტემპერატურის კლებასთან ერთად, საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ ეტაპობრივად იწყებს გადაადგილებას. მავნებელი ახლომდებარე დასახლებებისკენ გადაადგილდება ტყის მასივებიდანაც.
ვინაიდან, ტყის მასივებში ქიმიური ღონისძიებების ჩატარება კანონმდებლობით აკრძალულია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყისპირა პერიმეტრებზე მავნებელთან ბრძოლა „მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, პარალელურად, მნიშვნელოვანია ტყიდან გამოსული ფაროსანას მექანიკური ღონისძიებებით, მათ შორის, დამჭერი ხაფანგებით განადგურება.
მექანიკურ მეთოდებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკოორდინაციო შტაბისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.
მექანიკური მეთოდები გულისხმობს:
1. მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივ კონსტრუქციებს, რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას. ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრების ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება.
2. სახლებში შესული ფაროსანას მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება.
3. ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე” მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი კვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები