საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიოკავშირის სისტემის განვითარებას იწყებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიოკავშირის სისტემის განვითარებას იწყებს.
ციფრული რადიოკავშირის სისტემაში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს:
კრიზისულ სიტუაციებში უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფას, ტექსტისა და GPS კოორდინატების გადაცემას. პროექტის ფარგლებში შეძენილი 6 რადიოსადგურის მეშვეობით, გაფართოვდება არსებული ციფრული სისტემის, როგორც დაფარვის არეალი, ასევე გაიზრდება სისტემაში ხელის რადიოსადგურების ჩართვის შესაძლებლობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, MOTOROLA-სთან კონტრაქტის ფარგლებში შეიძენენ: 6 ერთეულ საბაზო სადგურს ყველა საჭირო საანტენო და საკაბელო აქსესუარით; 130 სტაციონარულ რადიოსადგურს; 20 სამანქანო რადიოსადგურს; 830 ხელის რადიოსადგურს; 255 სამხრე მიკროფონს; 2 სადისპეტჩერო კონსოლს; GSM ქსელთან ინტეგრაციის სისტემას; 10 ერთეულ LTE რადიოსადგურს.
MOTOROLA – სთან კონტრაქტის ფარგლებში კომპანია სისტემას უზრუნველყოფს ორი წლის ვადით და გადაამზადებს პერსონალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები