“რესპუბლიკურ საავადმყოფოს” ახალი დირექტორი ჰყავს

,,აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას” ახალი გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან გოფოძე უხელმძღვანელებს.
სამედიცინო დაწსსებულების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოფოძე 1984 წლიდან დღემდე მოღვაწეობს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში.
1985 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და ასოცირებული პროფესორია; გახლავთ 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ცნობისათვის, ლევან გოფოძემ ავთანდილ იმედაძე შეცვალა.
„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა, „ კლინიკების განვითარების კომპანიამ“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორის ავთანდილ იმედაძის თანმდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ამა წლის 21 სექტემბერს კლინიკაში შიდა და გარე აუდიტორული კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევების გამო მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები