საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

კოალიციამ „განათლება ყველასათვის – საქართველო“ ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა. შერჩეულ საგრანტო პროექტებს “პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია”, “მშობლები განათლებისთვის”, “საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია” და “სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი” განახორციელებენ.
კონკურსი განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისთვის მიმდინარე წლის მაისის თვეში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლო ყველა საგნობრივ ასოციაციას, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებულია და მინიმუმ 1 წელია ფუნქციონირებს.
კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს საგნობრივ ასოციაციებს თავიანთი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში, რაც ემსახურება ისეთი საკითხების გადაჭრას, როგორიცაა ახალი წევრების მოზიდვა, საწევრო გადასახადების სისტემის ამოქმედება და წევრებისათვის ინოვაციური სერვისების მიწოდების შემუშავება.
საგრანტო კონკურსი ხორციელდება „გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით. ფონდი კოალიციის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია 2017 წლიდან, სასკოლო საზოგადოების განვითარებისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების ფარგლებში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები