თაკო სალაყაია: ვანოს მკურნალობენ, თუმცა დიაგნოზი დასმული არ არის
ვანო კლინიკაშია და ნახვის სურვილი მაქვს, ამის უფლებასაც არ გვაძლევენ, განცხადება შევიტანეთ და ჯერჯერობით დაკმაყოფილებული არ არის, – ამის შესახებ ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც სალაყაია აცხადებს, ვანო მერაბიშვილის არც დიაგნოზი და არც კვლევის შედეგები მისთვის არ გადაუციათ და ოჯახთან არასდროს ყოფილა შეთანხმებული მისი ციხიდან რომელიმე ჰოსპიტალში გადაყვანა.
მისივე თქმით, ძალიან ადვილია ვიზუალურად შეამჩნიო, რაც სჭირს ვანო მერაბიშვილს.
“ამაზე ტელევიზიის ან ადვოკატების მეშვეობით ვიგებდით. მკურნალობენ, თუმცა დიაგნოზი დასმული არ არის. ხუთი გამოკვლევის შემდეგ არის მხოლოდ სიმპტომატური, უშედეგო მკურნალობა ჩატარებული“, – განაცხადა თაკო სალაყაიამ.