ფინანსთა სამინისტროსთან „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლების აქცია გაიმართა

ფინანსთა სამინისტროსთან „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.
სპეციალურად შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შედიან რიგი პოლიტიკური პარტიებისა და „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელები.
შტაბის წევრები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში და ერთიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშაონ.
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსგან მოითხოვენ გასცეს აქციზური მარკა, რაც კომპანიას მუშაობის საშუალებას მისცემს, ხოლო თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასები დაურიგდებათ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა აქციამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები