ლევან ჟორჟოლიანი: ოპოზიციის განცხადებები ტაქსებთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ტაქსების გადაღებვასა და ქიმწმენდაზე ვაუჩერების დარიგებას ეხება.
ლევან ჟორჟოლინმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი უწოდა და აღნიშნა, რომ ოპონენტები ხელოვნურად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას.
„უამრავი ბენეფიტია ჩადებული პროექტში. ეს არის უფასო საპარკინგე ადგილები, სანათის უფასოდ გადაცემა და ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან. ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და სწორედ აქედან გამომდინარე გააჟღერა მერმა აღნიშნული ინიციატივები. ჩვენი ოპონენტები უტოპიაში არიან გადასულები,“ – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ტაქსების რეგულირება არის სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი.