„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში „სინოჰიდროს“ საქმიანობაზე კვლევას გამოაქვეყნებს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ხვალ ახალი კვლევის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების საქმიანობის შესწავლას. კვლევა მოიცავს საქართველოში ჩინური სახელმწიფო კომპანია „სინოჰიდროს“ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მონიტორინგს, რომელიც დეტალურად მოიცავს საკითხის შეფასებას მრავალმხრივი სამართლებრივი საფუძვლით.
კვლევის პრეზენტაციას დაესწრება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები, ბეჭდური და ელექტრონული მედია. პრეზენტაციაზე მიწვეულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კონკრეტული უწყებები, რომელთა უფლებამოსილებაშიც იმყოფება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობა და კონტროლი.
შეხვედრა 11:00 საათზე, სასტუმრო „კალასში“ შედგება.