ბექა დავითულიანი: ჩვენთვის მთავარი ამოცანა ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებაა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი თქმით, კახა კალაძის ახალი ინიციატივა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიციის მხრიდან ყოველგვარი სპეკულაციის საფუძველს სპობს.
როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, მერის ინიციატივის თანახმად, ის მძღოლები, რომლებიც 10 ოქტომბრამდე ლიცენზიას აიღებენ, მანქანის გადასაღებად და სალონის ქიმწმენდისთვის სპეციალურ ვაუჩერს მიიღებენ. გადაღებვის და ქიმწმენდის თანხას გადაიხდის კერძო კომპანია, ამ ტაქსებზე სარეკლამო სივრცის დროებით გამოყენების უფლების სანაცვლოდ.
„ამაზე კარგი ინიციატივა არ არსებობს. ხარჯებს მთლიანად კერძო სექტორი გაიღებს და მანქანის შეღებვა და მოწესრიგება არც ბიუჯეტს და არც მძღოლს არცერთი თეთრი არ დაუჯდება. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ქალაქში ტრანსპორტის სისტემის მოწესრიგებაა. ტაქსები ამ სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობ, აღნიშნულ თემაზე სპეკულაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები