ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ავეჯის საამქრო და შენობაში არსებული ხის მასალა. 250 კვ/მ. ფართი.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
