გიორგი ბეგაძე: რეფორმების განხორციელებაში დედაქალაქის მერი საზოგადოების ფართო მხარდაჭერას იმსახურებს

„დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეფორმებთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებას იღებს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ბეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისს ერთის მხრივ სჭირდება ყველა სფეროში მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება და მეორეს მხრივ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც დაეხმარება შესაბამის სფეროში მეწარმეებს და დასაქმებულებს თავიანთი საქმიანობის უკეთ განხორციელებაში.
„ჩვენს დედაქალაქს ერთის მხრივ აუცილებლად სჭირდება ყველა სფეროში მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება, მეორეს მხრივ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დაეხმარება შესაბამის სფეროში მეწარმეებს და დასაქმებულებს თავიანთი საქმიანობის უკეთ განხორციელებაში. ასეთ გზებს ეძებს და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე. ამ რეფორმების განხორციელებაში დედაქალაქის მერი საზოგადოების ფართო მხარდაჭერას იმსახურებს. ამჯერად მხედველობაში მაქვს ტაქსების რეფორმის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, რომელიც ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგებას ეხება. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. აღსანიშნავია, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურად აქტიურ ზონებში ტაქსებისთვის უკვე შერჩეულია ლოკაციები, რომლითაც მხოლოდ ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ და რაც მთავარია უფასოდ. ასეთი მიდგომებით მნიშვნელოვნად ხელი შეეწყობა ტაქსის ბაზრის განვითარებას და მომხმარებელიც მიიღებს გაცილებით მაღალი ხარისხის მომსახურებას. გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი დედაქალაქისთვის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული“,-განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები