კლასიკური ავტომობილების რალი Peaks of the Caucasus დაიწყო
დღეს. თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალიმ – Peaks of the Caucasus – აიღო სტარტი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია სამოცამდე ბიზნესმენი, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან. დღესვე, რალის მონაწილეები ვარძიას ესტუმრებიან. Peaks of the Caucasus 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მარშრუტი:
2 ოქტომბერი: თბილისი – ვარძია (230 კმ)
3 ოქტომბერი: ვარძია – ბორჯომი (110 კმ)
4 ოქტომბერი: ბორჯომი – წყალტუბო (200 კმ)
5 ოქტომბერი: წყალტუბო – წყალტუბო (195 კმ)
6 ოქტომბერი: წყალტუბო – მესტია (210 კმ)
7 ოქტომბერი: მესტია – უშგული – მესტია (100 კმ)
8 ოქტომბერო: მესტია – წყალტუბო (230 კმ)
9 ოქტომბერი: წყალტუბო – თბილისი (260 კმ)
11 ოქტომბერი: თბილისი – სიღნაღი (170 კმ)
12 ოქტომბერი: სიღნაღი – ლოპოტა (165 კმ)
13 ოქტომბერი: ლოპოტა – ყაზბეგი (230 კმ)
14 ოქტომბერი: ყაზბეგი – თბილისი (135 კმ)
რალიში მონაწილე მანქანები მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი Vauxhall-ი 1922 წელს არის გამოშვებული.
ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia” ჩატარდა.
„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი 6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება: „რალი ღიმილით”, – განაცხადა ბარტ კლაინმა.
რალის დასკვნითი ღონისძიება 14 ოქტომბერს შატო მუხრანში გაიმართება.
„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, “თი-ბი-სი”, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.
R
