ზაზა გაბუნიამ 12 ქვეყნის პარლამენტის წევრების წინაშე, საქართველოს რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და 12 ქვეყნის პარლამენტის წევრების წინაშე საქართველოს რეგიონების ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ზაზა გაბუნიამ მიმოიხილა საქართველოს რეგიონების შესაძლებლობები, მათი ტურისტული პოტენციალი და შავი ზღვის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი კავშირების, ბილატერალური და ერთობლივი ტურისტული პროდუქტების ორგანიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 „ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონები მდიდარი კულტურით და კარგი პერსპექტივით. ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ღირს იმისთვის, რომ მათ შორის სახელმწიფოთაშორისი კავშირების გამოყენებით გავზარდოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტების ცნობადობა, ბენეფიციართა სივრცე და რაოდენობა, რადგან ტურიზმს ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 2-3 ოქტომბერს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები