დასავლეთ საქართველოში ფალსიფიცირებული ქიმიკატების რეალიზაციის ფაქტი არ გამოვლენილა

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით პესტიციდებისა და სასუქების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას აგრძელებს.
ამჯერად სააგენტოს სპეციალისტებმა მონიტორინგი დასავლეთ საქართველოში ჩაატარეს, სადაც ფალსიფიცირებული ქიმიკატების რეალიზაციის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
„მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 348 ნიმუშის, მათ შორის, 300 პესტიციდისა და 48 აგროქიმიკატის ნიმუშის აღება. დღეის მდგომარეობით, 115 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 285 ნიმუში. მარკირების წესის დარღვევის, ვადაგასული და დაბალი ხარისხის პრეპარატებით ვაჭრობისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმებულია 30 ბიზნესოპერატორი“,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები