სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის დასრულებულია

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის დასრულებულია. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სამუშაოები ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ანანურში მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მოსახლეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა გაუადვილდება.
მიმდინარე სამუშაოების შედეგად ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტყის მოვლა-აღდგენის და ხანძართან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები