ბობოხიძე მმართველ გუნდს: ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონიათ თქვენც

„ქალბატონო ეკა, თქვენ როგორც კვალიფიციურმა იურისტმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენეთ და მოიყვანეთ კანონი იმისთვის, თუ როგორ არ გავაგრძელოთ საქმე, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ეკა ბესელიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თემაზე საუბრისას მიმართა.
ბობოხიძის თქმით, პარლამენტში მთავარი პროკურორი უნდა მივიდეს.
„ქალბატონო ეკა, თქვენ როგორც კვალიფიციურმა იურისტმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენეთ და მოიყვანეთ კანონი იმისთვის, თუ როგორ არ გავაგრძელოთ საქმე. ბატონმა სერგი კაპანაძემ სწორედ ეს თქვა, იქნება მოვიწვიოთ პროკურორი და ვიმსჯელოთ, რა პრობლემებია, რა კითხვებია და როგორ მიდის საქმე. მე არ ვამბობ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე რაც ითქვა, ყველაფერი მართალია, არის თუ არა მართალი, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, თუმცა თქვენი გამოძიება ამას არ დაადგენს. მოვა დრო და ამას დაადგენს ნამდვილი ჭეშმარიტი გამოძიება. ამის დროც მოვა. ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონიათ თქვენც. დრონი მეფობენ და არა მეფენი“, – მიმართა ბობოხიძემ ბესელიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები