საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციები, გზების ბლოკირება და პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება

10 სექტემბერს, საფრანგეთში ათიათასობით ადამიანი მასშტაბურ საპროტესტო აქციებზე ქუჩაში გამოვიდა, რომლებიც „Block Everything“-ის სახელითაა ცნობილი.

მომიტინგეები აფერხებდნენ მოძრაობას, წვავდნენ ნაგვის ურნებს და ზოგჯერ პოლიციასთან შეტაკებებს იწვევდნენ, რათა პოლიტიკური კლასისა და დაგეგმილი ბიუჯეტის შემცირების მიმართ პროტესტის ნიშნად „ყველაფერი ჩაკეტილიყო“.

ოფიციალური პირების თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ძალები განლაგებულნი არიან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხსნან ნებისმიერი ბლოკადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო რეტაილომ განაცხადა, რომ 80 000 უსაფრთხოების თანამშრომელია მობილიზებული, მათ შორის 6 000 პარიზში.

როგორც მედია აღნიშნავს, დემონსტრაციები პოლიტიკური არეულობის პერიოდში იმართება, ორი დღის შემდეგ, რაც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ თანამდებობიდან გადააყენა.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეხუთე პრემიერ-მინისტრი, მოკავშირე სებასტიან ლეკორნუ აირჩია, რამაც მემარცხენე პოლიტიკოსების გაღიზიანება გამოიწვია.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები