პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს, აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს, აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში გატარებულ რეფორმებს, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს, პაატა სალიამ აბდულა ალ ნუაიმი გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2026 წელს, იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.