გრიგოლ ვაშაძე: კატეგორიულად მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მედიაში არსებულ ყველა ჩანაწერზე სათითაოდ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას “მაფიოზური კლანი” უწოდა.
გრიგოლ ვაშაძემ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები მოითხოვა.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მოსახლეობაში ხელმოწერები შეგროვდება.
„ქვეყანა იმართება მაფიოზური კლანით, რომელმაც შექმნა პოლიტიკური პოლიცია, რომ გააყალბოს არჩევნები და გაიგრძელოს საქართველოს სათავეში ყოფნა, რასაც ჩვენი მოსახლეობა და ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვერავითარ რეალურ გამოძიებას ჩვენ ვერ მივაღწევთ. კატეგორიულად მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაკარგული აქვს“ , – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.