ლევან ყიფიანი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს

ლევან ყიფიანი უახლოეს პერიოდში მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან ყიფიანის საგანგებო ბრიფინგი სავარაუდოდ 2-3 დღეში გაიმართება.
ამასთან, როგორც ადვოკატმა განაცხადა, გუშინ „რუსთავი 2“- ში გასულ სიუჟეტებს ლევან ყიფიანმა ადვოკატთან ერთად უსმინა.
„ჩვენ ერთად ვუსმინეთ ამ სიუჟეტებს და ამ საკითხთან დაკავშირებით, შევჯერდებით და ჩამოვყალიბდებით. რის შედეგადაც უახლოეს დღეებში, ლევანი თავად საგანგებო განცხადებით გამოეხმაურება, სავარაუდოდ 2-3 დღეში. ლევან ყიფიანის განცხადება, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები