ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ გეერტ ჰაინრიხ არენსს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა არჩევნების მსგავსად, ხელისუფლება უზრუნველყოფს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან, გამჭვირვალე და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.
გეერტ ჰინრიხ არენსმა საქართველოს ხელისუფლებას სადამკვირვებლო მისიის მოწვევისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები