ანა ნაცვლიშვილი ზაზა ოქუაშვილის განცხადებებზე: ძალიან მძიმე ბრალდებები მოვისმინეთ

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამ უმძიმეს ბრალდებებზე დამაჯერებელი პასუხები მიეცეთ. ეს უსწრაფესად უნდა მოხდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს და ადმინისტრაციას რა კითხვები აქვს, ეს ამ შემთხვევაში პირველხარისხოვანი არ არის.
„ძალიან მძიმე ბრალდებები მოვისმინეთ. აუცილებელია, რომ ამ ბრალდებებს პასუხი გაეცეს. აქ სამართლებრივი კომპონენტია, რომელიც სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციას მიეკუთვნება, მაგრამ ამ კითხვებს პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან გაცემული პასუხები სჭირდება, რომელიც დამაჯერებელი იქნება და საზოგადოებაში კითხვებს აღარ დატოვებს. პრეზიდენტს და ადმინისტრაციას რა კითხვები აქვს, ეს ამ შემთხვევაში პირველხარისხოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის ძალიან მძიმე შთაბეჭდილება, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გუშინდელი ეთერის შემდეგ დაგვრჩა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამ უმძიმეს ბრალდებებზე დამაჯერებელი პასუხები მიეცეთ. ეს უსწრაფესად უნდა მოხდეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები