„ზოგ სკოლაში დირექტორი ისე ზის, როგორც მეფე“ – ალი ბაბაევი საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემებზე საუბრობს

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემების შესახებ ისაუბრა.
ბაბაევმა ყურადღება კულტურისა და განათლების სფეროებზე გაამახვილა. მისი თქმით, თბილისის აზერბაიჯანელთა თეატრს კომპეტენტური ხელმძღვანელი არ ჰყავს.
„თბილისში არსებობს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი თბილისის აზერბაიჯანელთა თეატრი, რომელიც დაარსებულია 1873 წელს. თეატრი რამდენჯერმე დახურეს, 2005 წელს კი აღდგა. სამწუხაროდ, ეს თეატრი ავარიულ მდგომარეობაშია, 13 წელი გავიდა დღემდე ეს პრობლემა არ არის მოგვარებული. ეს თეატრი პასიურად არის. ბიუჯეტიდან იღებენ პენსიებს, მაგრამ ვერ მოხერხდა, რომ კომპეტენტური ხელმძღვანელობა დანიშნულიყო. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა არასამთავრობო ორგანიზაციებს მინისტრის სახელზე გვქონდა მიმართვა, რომ თეატრში სერიოზული საკადრო ცვლილება მომხდარიყო და კვალიფიციური ადამიანი დანიშნულიყო ხელმძღვანელად, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანული თეატრის განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართვათ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, რომ შეირჩეს კომპეტენტური ადამიანი, გათვალისწინებული იყოს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების აზრი.
პასიურ მდგომარეობაშია თბილისში აზერბაიჯანული მუზეუმებიც“, – განაცხადა ბაბაევმა.
მან განათლების სფეროზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში 20 აზერბაიჯანულ სკოლას დირექტორები არ ჰყავს და მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ.
„ცუდ მდგომარეობაშია განათლებაც . წლები გადის, ხელისუფლებები იცვლება , რამდენი განათლბის მინისტრი შეიცვალა. საქართველოში 20 აზერბაიჯანულ სკოლაში დირექტორს მოვალეობის შემსრულებელი მუშაობს. თუ ვინმე დირექტორია, მანაც რეკორდი დაამაყარა, ბრეჟნევზე უფრო დიდ ხანს არიან სავარძელში, ასე ვამბობ ხოლმე. ადამიანები კომუნისტების დროიდან დირექტორები არიან. ზოგიერთ სკოლაში დირექტორი ისე ზის, როგორც მეფე, თავისი ნათესავებით, კლანებით.
დღევანდელი ხელისუფლება ყველანაირ შანსს აძლევს ახალგაზრდობას, რომ ისწავლონ. ადრე დოქტორანტურაზე თუ 1 ადამიანი მუშაობდა, დღეს 5-მდე, 10-მდეა , ზოგმა დაამთავრა, ზოგი ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ქართულად , ინგლისურად, ეს დიდი მიღწევაა. ბევრი ახლაგაზრდა ამთავრებს უმაღლეს სასწავლებლებს, მნიშვნელოვანია ახალგზრდების დასაქმება ამ სკოლებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც ქართული ენა არ იციან. ჩემი ყველა გამოსვლის შემდეგ ზოგი აზერბაიჯანელი ჩინოვნიკი, რომელმაც ქართული არ იცის,მეუბნება რა გინდა ჩვენგანო. დღეს საქართველოში პარლამენტში, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში, საკრებულოებში ადამიანებმა, რომლებმაც ქართული არ იციან, არ უნდა იმუშაონ, ეს აუცილებელია.
საქართველოში ბევრი აზარბაიჯანელია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისთვის იღწვის“, – განაცხადა ბაბაევმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები