საქართველოში პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება

საქართველოში პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება, – ამის შესახებ აღნიშნულია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილების პროექტში.
მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები