ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატორს, რენე დანესს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით აგრარულ დარგში არსებულ წინსვლასა და ახალ გამოწვევებზე, ასევე, გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, პრიორიტეტული მიმართულებაა.
საუბარი სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხო. ყურადღება კოოპერაციული მეურნეობების შექმნის, ასევე, აგრო და ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა.
სენატორმა რენე დანესმა საფრანგეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ღიად დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები