ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში იქნება შესაძლებელი

ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე, შემდეგ სერვისცენტრებში გაივლიან: · ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვისცენტრი – შარტავას ქუჩა N7 · ვაკის სერვისცენტრი – თამარაშვილის ქუჩა N10ა· გლდანის სერვისცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ · ისნის სერვისცენტრი – ნავთლუღის ქუჩა N8/1 · დიდუბის სერვისცენტრი – რობაქიძის გამზირი N2 · სამგორის სერვისცენტრი – მოსკოვის გამზირი N14 · კრწანისის სერვისცენტრი – ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა · მთაწმინდის სერვისცენტრი – ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48 · ჩუღურეთის სერვისცენტრი – ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა) · საბურთალოს სერვისცენტრი – ა. მიცკევიჩის ქუჩა N29 · ნაძალადევის სერვისცენტრი – გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ.

ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე, დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან, ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. ​ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა ნებართვის მოპოვებამდე, ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები