უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, 47 მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, 47 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ბრალდებული სამეწარმეო-კომერციულ საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა, 20 მეწარმე სუბიექტი შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული თამაშებს, 2 ბრალდებული ავტორიზაციის და ლიცენზიის პირობების დარღვევით ახდენდა მედიკამენტების რეალიზაციას, ხოლო 2 მეწარმის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლიცენზირების პირობების დარღვევით, ინერტული მასალების მოპოვებას.
ამ ეტაპზე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით, 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები