სუამის საპარლამენტო ასამბლეის მე-11 სესიაზე ქართველი პარლამენტარები მოხსენებებით წარსდგნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, გიორგი მოსიძის ხელძღვანელობით მოლდოვას რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინეუში ვიზიტი დაასრულა, სადაც ორი დღის განმავლობაში სუამის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 11-ე სესია იმართებოდა.

სესიის მეორე დღე სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ვადიმ პისტრინციუკის, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, ადრიან კანდუს, სუამის საპარლამენტო ასამბლეისეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა და სხვა მოწვეული სტუმრების მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მოსიძემ ასამბლეის მონაწილეების ყურადღება სუამის წევრი, ოთხივე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებზე გაამახვილა. მანმხარეებს მოუწოდა აღნიშნული საკითხი მუდამ ჰქონდეთ პრიორიტეტად ორმხრივი თუ მრავალმხრივი ფორმატების დღის წესრიგში. გიორგი მოსიძემ ბალტიის ასამბლეას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უწყვეტი პოლიტიკური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

სესიაზე განიხილეს სამი საკითხი: 1. სუამის წევრებს შორის დარგობრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; 2. საინფორმაციო უსაფრთხოება სუამის რეგიონში: ახალი გამოწვევები, მიზნები და ერთობლივი ძალისხმევა; 3. სუამი საერთაშორისო ასპარეზზე: საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში სუამის ქვეყნების საქმიანობისა და ურთიერთობების ასპექტები.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში. პირველ პანელზე საქართველოს დელეგაციის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ევროკავშირთან საკანონმდებლობაზის ჰარმონიზაციაზე. იგი ასევე შეეხო საქართველოში შემუშავებულ მწვანე ეკონომიკის კონცეფციას, რომლის საფუძველზეც აიკრძალა გენმოდიფიცირებული სურსათი. მისივე თქმით, აღნიშნულმაპოლიტიკამ ხელი შეუწყო ეკოტურიზმის განვითარებას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეს უჭირავს, რომელსაც მუდმივად საფრთხე ემუქრება და საჭიროა ტყის საფარისეფექტური დაცვა. გიორგი გაჩეჩილაძემ  ყურადღება გაამახვილა სუამის ფარგლებში აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მეორე პანელზე, ასამბლეის მონაწილეებს თავისი მოსაზრებები გააცნო დელეგაციის წევრმა, გია ბენაშვილმა. მისი განცხადებით, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოსერიოზულად ეკიდება მის საქმიანობას და განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებს. „განუწყვეტლივ ვცდილობთ ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ ევროპულ სტრუქტურებთან. სუამ-ის ყველაქვეყანას აერთიანებს ერთი პრობლემა – ტერიტორიული მთლიანობა ყველა ქვეყანას დარღვეული აქვს. რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ი ოკუპირებული აქვს. ამის ფონზე,უმნიშვნელოვანესია სუამის ქვეყნების საერთო ძალისხმევა წინ აღუდგნენ რუსეთის მხრიდან მომდინარე ყველა სახის საფრთხეს, მათ შორის კიბერ შეტევებსაც”,- განაცხადა გია ბენაშვილმა.

სესიის დასასრულს, სუამის საპარლამენტო ასამბლეამ  ბალტიის ასამბლეასთან ერთობლივი განცხადება და სესიის კომუნიკე დაამტკიცა. ასამბლეის პრეზიდენტობა უკრაინის დელეგაციამ გადაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები