ეკა ბესელია: 2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილებისთანავე, მთავარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვა გამოვაცხადეთ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უმნიშვნელოვანეს მიღწევად აფასებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით​ იმ ფაქტს, რომ ​პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა.
„საქართველოს აღიარება ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვით 13 საუკეთესო ქვეყანას შორის – ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სწორედ ეს იყო მთავარი დილემა და გამოწვევა 2012 წლამდე, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოდით. 2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილებისთანავე მთავარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვა გამოვაცხადეთ. 2012 წლამდე საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობით. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური სახე ჰქონდა. ჩვენი ქვეყანა მოკლე დროში ჩადგა ევროპულ ქვეყნებს შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტით. მახსოვს, რა მძიმე იყო 2013 წელი, ათასობით საჩივარი დარღვეული უფლებების თაობაზე… ჩვენ შევძელით თავისუფლების მანიფესტით და სისტემური რეფორმით, ქვეყანა გამოგვეყვანა უმძიმესი მემკვიდრეობიდან. ეს დრო არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ დრო არ დაგვიკარგავს და დემოკრატიის კუთხით, მართლაც, გაბედული გადაწყვეტილებები მივიღეთ. თუმცა აქ არ უნდა გავჩერდეთ. ადამიანის უფლებების დაცვის პროცესი კიდევ უფრო სრულყოფილი უნდა გახდეს, რათა ყველა გამოწვევა დავძლიოთ. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ამ მხრივ რეფორმები უნდა გავაგრძელოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები