სოფო კილაძე: პენიტენციურ სისტემაში რეფორმებით მსოფლიოს 13 წარმატებულ ქვეყანას შორის მოხვედრა, საქართველოს დემოკრატიის აღიარებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ საქართველო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მსოფლიოს 13 წარმატებულ ქვეყანას შორის მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის აღიარებაა.
„საქართველო პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მსოფლიოს 13 წარმატებულ ქვეყანას შორის რომ ვართ, ეს არის რეალურად აღიარება იმისა, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე არის ე.წ გარდამავალ ქვეყნებში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით. ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების აღიარება იმისა, რომ ადამიანის უფლებები და პირველ რიგში, პენიტენციური სისტემა, ნამდვილად, მოწოდების სიმაღლეზე არის ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისათვის, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივაში „Good Human Rights Stories” (GHRS) მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა.
აღნიშნული ინიციატივა და მასში შემავალი ქვეყნები გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები