ირაკლი კობახიძე ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოკე კუბუაბოლას შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში საპარლამენტო კავშირების მნიშვნელობა.

იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მნიშვნელობა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კონტექსტში.

ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა.

საუბარი შეეხო განათლების, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს და მხარეების დაინტერესებას, უფრო მეტად განავითარონ ორმხრივი კავშირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები