გიორგი გახარია ევროკავშირის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა. გიორგი გახარიამ კარლ ჰარცელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომი მონიტორინგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული ძალისხმევა უსაფრთხოების სექტორში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ვიზალიბერალიზაცია საერთო ჯამში ძალიან წარმატებულია, რაზეც მეტყველებს საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობით. რა თქმა უნდა, მინისტრთან და სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ თავიდან ავიცილოთ ამ დიდი მიღწევის არასასურველი ეფექტი. ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დიდი სამუშოა გასაწევი, თუმცა დასაფასებელია, საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგეგ არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით გაწეული საქმიანობა“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები