თეა წულუკიანი “იბერიაზე”: კომპანია ბინძურ მეთოდებს იყენებს საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ მათზე ვიღაც ძალადობს

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იბერიას” საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ “ომეგა ჯგუფი” ცდილობს თავი აარიდოს დავალიანების გადახდას და ბინძურ მეთოდებს იყენებს საზოგადოების დასარწმუნებლად, თითქოს მათზე ვიღაც ძალადობს.
“კომპანიას, რომელიც ცდილობს იბრძოლოს პოლიტიკური ინსტრუმენტით, 51 მლნ ლარის დავალიანება აქვს, სახელწიფო ბიუჯეტის წინაშე.
შესაბამისად, ყველა ის შეღავათი, რაც ამ კომპანიას 2014 წლიდან გაეწია, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, იმისთვის, რომ ამოეღო ვალები და გაეგრძელებინა განვითარება, როგორც ჩანს ვერ გამოიყენეს. მესმის, რომ კომპანია ცდილობს თავი აარიდოს გადახდას და გამოიყენოს ბინძური მეთოდები, საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ ვინმე მათზე ძალადობს და საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. მაგრამ სინამდვილეში საქმე ეხება დავალიანების გადაუხდელობას და კიდევ უფრო უარესს, თავის არიდებას დავალიანების გადახდისგან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან კომპანიის წარმომადგენლებს ურჩია, რომ საგადასახადო ორგანოსთან ითანამშრომლონ და იმსჯელონ იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული დავალიანების დაფარვა მოკლე ვადებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები