სალომე ზურაბიშვილი: რატომ გადასცა საქართველოს მთავრობამ რუსეთს მმართველობაში „ენგურჰესი“ აგვისტოს ომის შემდეგ

„რატომ გადასცა საქართველოს მთავრობამ რუსეთს მმართველობაში „ენგურჰესი“ აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე, რომელსაც ხელს აწერენ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და, რომელშიც წერია, „რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელი საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია“.
ჟურნალისტების კითხვას სალომე ზურაბიშვილმა კონტრშეკითხვით მიმართა, „ კითხვა უნდა დაისვას იმათ მიმართ, რომლებსაც ომის დამთავრებიდან მოკლე დროში ასეთი პოზიცია ჰქონდათ“ .
„ეს არის კითხვა და სკანდალი, რომელზეც უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც ამ პოზიციას იკავებდა ასე ადრე ომის შემდეგ.
მეორე კითხვა არის ის, რომელსაც არ ვიცი, რატომ არავინ არ სვამს – რატომ გადასცა საქართველოს მთავრობამ რუსეთს ენგურჰესი მმართველობაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, ოქტომბერში. ამ დროს მინისტრი იყო ადამიანი, რომელიც დღეს ჩემი პატრიოტი კონკურენტია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები