სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როცა პრემიერი გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა

„ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც პრემიერი გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, მისთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს საერთაშორისო თანამეგობრობაზე გაერო-ში მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოსვლა.

„მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლამ ძალიან გამახარა, მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც გაერო-ში სიტყვით ქართულ ენაზე გამოვიდა. მე მიმუშავია გაერო-ში და კარგად ვიცი, როგორ მოქმედებს მშობლიურ ენაზე სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო თანამეგობრობაზე.

პირველად გატანილ იქნა არამხოლოდ ქართული ენა, არამედ ხაზი გაესვა, რა მნიშვნელობა აქვს და საიდან მოდის ქართული ენა.

ჩვენ მალე ფრანკფურტშიც გვექნება ჩვენი ენის, ლიტერატურისა და კულტურის წარდგენა, რაც არის ძალიან დიდი ნაბიჯი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს პრემიერის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ოკუპაციაზეა საუბარი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ
„თავად ვთქვი, რომ ჯარებს, რომლებიც ერთხელ მე გავიყვანე, სააკაშვილმა და სხვებმა ვერ და არ გაუწიეს წინააღმდეგობა. შედეგი არის ის, რომ ისევ შემოიყვანეს, მაგრამ ამ ჯარებს ისევ უკან გავიყვანთ. სამხედრო ბაზები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს და, რომლებიც ამ პერიოდში გაძლიერდა, არის შედეგი, რაც მივიღეთ. ეს იქნება ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სადაც მე გამოვიყენებ დიპლომატიურ გამოცდილებას, რომელიც არ მაქვს მიღებული „მიდ“-ში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრემიერმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, გამოვიდეს ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები