სალომე ზურაბიშვილი გეერტ ჰაინრიხ არენსს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალოემ ზურაბიშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გეერტ ჰაინრიხ არენსს შეხვდა.
„მე ყველაფერი ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, ჩემი ოპონენტები როგორ არაევროპულად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობენ ევროპაზე და თავიანთი პარტიის დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია. დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა მაინც გადავა ევროპულ კამპანიაზე და არამხოლოდ კამპანიაზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე, ამდენი აგრესიითა და სიძულვილით არ კეთდება საქმე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები