„ნაცმოძრაობა“ ცდილობს, თავის კანდიდატს ხელი დააფაროს, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთს, თავისი აგრესია განეხორციელებინა”

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავის კანდიდატს ხელი დააფაროს, რომელმაც არათუ თქვა, არამედ იმოქმედა, რომ რუსეთს თავისი აგრესია განეხორციელებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა. ვოლსკის თქმით, საგანგებო შეთავაზებაა „თბილისის ფორუმის“ ჩატარების თაობაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან ისაუბრა.
„პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა. საგანგებო შეთავაზებაა „თბილისის ფორუმის“ ჩატარების თაობაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან ისაუბრა. სტაბილურობის განვითარება და შენარჩუნება საქართველოს ერთ-ერთი მიზანია, რისთვისაც ამ ფორუმების ჩატარება მნიშვნელოვანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, თავის კანდიდატს ხელი დააფაროს, რომელმაც არათუ თქვა, არამედ იმოქმედა, რომ რუსეთს თავისი აგრესია განეხორციელებინა. მსხვერპლი სწორედ იმ მთავრობის კისერზეა, რომლის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები