სალომე ზურაბიშვილი: ჩემი ოპონენტები არაევროპულად იქცევიან, რაზეც ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელსაც ვესაუბრე

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მისი ოპონენტები წინასაარჩევნო პერიოდში არაევროპულად იქცევიან. როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ ის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ესაუბრა.
„მე ყველაფერი ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, ჩემი ოპონენტები როგორ არაევროპულად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობენ ევროპაზე და თავიანთი პარტიის დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია.
დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა მაინც გადავა ევროპულ კამპანიაზე და არა მხოლოდ კამპანიაზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე, ამდენი აგრესიითა და სიძულვილით არ კეთდება საქმე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილი დღეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გერტ-ჰაინრიხ არენსს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები