ზურაბიშვილი ვაშაძეზე: არავის არაფერს ვაბრალებ, რასაც თვითონ არ იბრალებენ

„თქვენ გინდათ, მათქმევინოთ არაევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიის განცხადებები. თავად ამბობს კაცი, რაც არის“, – ასე უპასუხა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც იგი ამბობს, რომ არის რუსული კულტურის ნაწილი და მისთვის რუსული მშობლიური ენაა.
„თქვენ გინდათ, მათქმევინოთ არაევროპული კამპანიის განცხადებები. თავად ამბობს კაცი, რაც არის. ყველამ ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის, სად მუშაობდა, ეს არის ფაქტები. ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი და გადაწყვეტილება მიიღოს, არა იმიტომ, რომ მე ვინმეს რამეს დავაბრალებ. მე არავის არაფერს ვაბრალებ, რასაც თვითონ არ იბრალებენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები