ნინო გოგუაძე: პრემიერმა საქართველოში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო საზოგადოებას ერთ დიდ კონტექსტში დაანახა

“საქართველოს პრემიერმა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ერთ დიდ კონტექსტში დაანახა საერთაშორისო საზოგადოებას”, – ასე აფასებს უმრავლესობის დეპუტატი ნინო გოგუაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლას.
მისივე თქმით, კარგია, რომ საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე და საფრთხეზე მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის.
“საქართველოს პრემიერმა დაანახა ერთის მხრივ, საქართველო, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელიც ყოველდღიურად განიცდის რუსეთის აგრესიის უმძიმეს შედეგებს, და მეორეს მხრივ, საქართველო, როგორც დემოკრატიული რეფორმების ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური როლი და რეალური შესაძლებლობა იყოს მთავარი ფაქტორი რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებისთვის და ასევე, ეკონომიკური პროცესების განვითარებისთვის. კარგია, რომ როგორც საქართველოს პრემიერი, ასევე მსოფლიო ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ესტონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ცალსახად საუბრობენ რუსეთზე, როგორც აგრესორზე და საფრთხეზე მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის და აღიარებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება და გაერო ვერ არის ეფექტური დროულად და ადექვატურად უპასუხოს ამ საფრთხეებს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ლიდერების ეს განცხადებები კონკრეტულ მოქმედებებში გადაიზრდება და არსებული საერთაშორისო წესრიგის დამცველი და გარანტი ეს ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად გაუმკლავდება რუსეთის აგრესიას დამოუკიდებელი ქვეყნების მიმართ”,-აცხადებს ნინო გოგუაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები