სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მისი თხოვნით დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
სიტყვით გამოვიდა სსუ-ს კურსდამთავრებული, ტაფტსის უნივერსიტეტის, ფლეტჩერის სკოლის მაგისტრი, საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ზვიად აძინბაია.
ღონისძიებაზე გაიმართა აფხაზეთზე შექმნილი ახალი სიმღერის პრეზენტაცია, რომელიც აფხაზეთიდან დევნილმა, გერმანულ „VOICE“ -ში გამარჯვებულმა მომღერალმა, ნათია თოდუამ შეასრულა. ტექსტის ავტორია მამა პეტრე კოლხი, მუსიკის კი – დათო არჩვაძე.
ტკივილით და განცდებით სავსე საღამოს კიდევ უფრო მეტი ემოციური მუხტი შესძინა მურმან ჯინორიას წაკითხულმა ლექსებმა და მოგონებებმა აფხაზეთზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები