სოფიო ქაცარავა: საქართველოს დიდი როლი აქვს გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სწორი აქცენტები გააკეთა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე.
“პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა თავისი გამოსვლის დროს გაეროში, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ელაპარაკო მსოფლიოს. პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, მეორეს მხრივ ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც სტაბილურ, დემოკრატიულ და უსაფრთხო ქვეყნად, რომელმაც აირჩია განვითარების და პროგრესის გზა და სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტები. ამავე დროს, საქართველო არის მცირე ქვეყანა, თუმცა მას აქვს ძალიან დიდი როლი გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, სწორედ ამ საკითხებს შეეხო მამუკა ბახტაძე თავის გამოსვლებში”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები