70 წლის გურამ აზმაიფარაშვილს დახმარება სჭირდება

70 წლის გურამ აზმაიფარაშვილი რამდენიმე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული, მომვლელი კი არავინ ჰყავს. წლების განმავლობაში მშენებლობაზე მუშაობდა, ოჯახი არ შეუქმნია, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა – გადაიტანა ინსულტი.
„ჩერნოვეცკის“ ფონდის ექიმები და ექთნები ზრუნავენ გურამ აზმაიფარაშვილზე, მას მეზობლებიც ეხმარებიან, თუმცა პენსია და მწირი სოციალური შემწეობა არ იძლევა სათანადო მკურნალობის საშუალებას. მას არ ჰყოფნის ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და საკვები პროდუქტები.
„მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი გურამ აზმაიფარაშვილს! ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილი გულის! თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ მძიმე სენით დაავადებულ გურამს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გურამ აზმაიფარაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/…/projects/366-azmaiparashvili/ “,- აცხადებენ ფონდში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები